ჩვენ შესახებ


 

სასტუმრო „ჩვენი სახლი“ – მდებარეობს ბათუმის პრესტიჟულ უბანში, შავი ზღვის სანაპიროდან 200 მეტრის მოშორებით. სასტუმროს ადგილმდებარეობა უნიკალურია, ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანია ცნობილი რესტორნებისა და კაფეების. აქვეა საკათედრო ტაძარი, უამრავი სავაჭრო თუ გასართობი ობიექტი, ბათუმის ცენტრალური ავტო სადგური სულ რაღაც 50 მეტრითაა დაშორებული.

„ჩვენი სახლი“  მდებარეობს ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, მახინჯაურის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ში, შავი ზღვისა და ბულვარიდან კი მხოლოდ 200 მ-ში.

ახლად აშენებული სასტუმრო „ჩვენი სახლი“ თავისი მყუდრო და ნათელი ოთახებით, აივნებით, ხედებით, გასართობი და მოსასვენებელი ფოიეთი, უახლესი ავეჯით, ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მაღალ კვალიფიცირბული თანამშრომლებით დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ.

 

ჩვენი მისამართია

წერეთლის ქუჩა 34/36, ბათუმი, საქართველო საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 422 218 118 ელ-ფოსტა: info@chvenisakhli.ge

სოციალური ქსელები